არქივი15 აპრილი, 2024, 18:24
იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულმა კომიტეტმა ოცნების მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პირველი მოსმენით კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, ხვალ გავა.
ოხანაშვილის თქმით, ალტერნატიული კანონპროექტები, რომლებიც ოპოზიციამ დააინიციირა, უარყოფილია.
კომიტეტზე კანონის განხილვა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღის განმავლობაში სხდომა დაატოვებინეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს.
პარალელურად, პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
ოცნებას მობილიზებლი ჰყავს წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.