ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"იუვენტუსმა" იტალიის თასის ფინალში "ატალანტა" დაამარცხა [VIDEO]

იტალიის სუპერთასის ფინალში "იუვენტუსმა" "ატალანტა" 1:0 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული 2021 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე "ბიანკონერის" სერბმა ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა გაიტანა.
ტურინულმა გუნდმა იტალიის სუპერთასი ისტორიაში მე-15-ედ მოიპოვა, რაც ქვეყნის საუკეთესო შედეგია. "ბებერი ქალბატონის" შემდეგ ყველაზე მეტი სუპერთასი "ინტერს" და "რომას" (ორივეს 9-ჯერ) აქვთ მოგებული.
გასპერინის "ატალანტა" კოპა იტალიას ფინალში ბოლო 5 წელიწადში მესამედ დამარცხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.