არქივი22 მაისი, 2024, 22:36
ლუკმანის ჰეთ-თრიკი - "ატალანტამ" აქამდე უძლეველ "ბაიერს" სძლია [VIDEO]
ევროპა ლიგის ფინალში „ატალანტამ“ „ბაიერი“ 3:0 დაამარცხა და გასპერინის გუნდმა ტიტული მოიპოვა.
სამივე გოლი 26 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა ადემოლა ლუკმანმა გაიტანა.
. ლუკმანი 1975 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპა ლიგის და უეფას თასის ფინალში სამჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.
. ტურნირზე იტალიურმა კლუბმა 1999 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.
. შეწყდა ყველა ტურნირზე ლევერკუზენელთა წაუგებელი 51-მატჩიანი სერია - 42 მოგება და 9 ფრე.
ატალანტა - ბაიერი 3:0
გოლები: 1:0 ლუკმანი (12), 2:0
ლუკმანი (26), 3:0 ლუკმანი (75)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.