ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს, – ინფორმაციას Reuters-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე ახალი სანქციები მიიღეს იმ ირანელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობდნენ და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს მხარს უჭერენ.
ევროკავშირის სანქციები ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 21 ფიზიკური პირისა და რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო 10 ორგანიზაციის წინააღმდეგ ამოქმედდება.
ასევე, მოსალოდნელია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევენ.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“