ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპს ფლორიდაში ეწვია

იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპს ფლორიდაში ეწვია

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვია. 

"ძალიან ამაღელვებელია. აქ ფანტასტიურ ქალთან ერთად ვარ, იტალიის პრემიერმინისტრთან" – თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან.

იტალიის პრემიერმინისტრისა და ტრამპს შორის საუბრის დეტალები უცნობია, თუმცა ლიდერებმა სავარაუდოდ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები და სავაჭრო საკითხები განიხილეს.

12 იანვარს, მელონი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რომში უმასპინძლებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.