არქივი10 იანვარი, 2024, 14:27
იტალიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ომზე - მკვეთრი დიპლომატიის დრო დადგა
მკვეთრი დიპლომატიის დროა, - ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით განაცხადა.
იტალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ორივე მხრიდან მნიშნველოვანი სიგნალებია.
„ამ პერსპექტივიდან, როგორც ჩანს, სამხედრო მხარდაჭერის პარალელურად, მკვეთრი დიპლომატიის დრო დადგა, რადგან ორივე მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი სიგნალი მოდის“, - განაცხადა გვიდო კროსეტომ.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წლის უკრაინის კონტრშეტევას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია და სამხედრო ვითარება რეალისტურად უნდა შეფასდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.