იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი ახალი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების საწარმოებლად ერთობლივ ორგანიზაციას ქმნიან

იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი ახალი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების საწარმოებლად ერთობლივ ორგანიზაციას ქმნიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
„ეს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას გააძლიერებს. რისკები და პრობლემები, რომლებიც ევროპიდან იწყება და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე გრძელდება, ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა.
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა მინორუ კიჰარამ ბრიტანელ და იტალიელ კოლეგებთან, გრანტ შაპსთან და გვიდო კროსეტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაღალი ხარისხის გამანადგურებელი თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობა, საჰაერო უპირატესობის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი და იგი საფრთხეების ეფექტური შეკავების შესაძლებლობას იძლევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება