იტალიაში, სუნამოების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 29 წლის ქართველმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან 6 შეკვრა ძვირადღირებული სუნამო მოიპარა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა და პოლიციას ჩააბარა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველს ჭკვიანი სათვალე ეკეთა, რომლითაც შემდეგ გასაძარცვ მაღაზიებს იღებდა. ცნობილია, რომ ის ეჭვმიტანილია იმავე სავაჭრო ცენტრში 10 დღის წინ ჩადენილ ქურდობაზეც.
პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ქართველს შესაძლო თანამზრახველები ჰყავდეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს