იტალიაში, ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იტალიური მედია წერს, რომ შეტყობინება პოლიციაში გამთენიას შევიდა – 112-ში ერთ-ერთმა მოქალაქემ დარეკა და თქვა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ორი ადამიანის სილუეტი შენიშნა.
ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტეს, რის შემდეგაც ორი ადამიანის დაკავება შეძლეს. 34 და 39 წლის ბრალდებულებს ჩხრეკისას ხელთათმანები, ხრახნი და საკეტი აღმოუჩინეს.
დადგინდა, რომ დაკავებულებმა ორი ბინა გაძარცვეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება – საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა