არქივი7 აგვისტო 2026, 01:40
იტალიაში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დახმარებით მოქალაქემ გადაგდებული 1-მილიონიანი ლატარიის ბილეთი იპოვა

იტალიაში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დახმარებით მოქალაქემ გადაგდებული 1-მილიონიანი ლატარიის ბილეთი იპოვა | ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ანონიმურმა მოთამაშემ ბილეთი სამხრეთ იტალიის ქალაქ ბიტონტოში მდებარე მაღაზიაში გადააგდო მას შემდეგ, რაც თავისი ციფრები შეამოწმა და უთხრეს, რომ ის „ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა“. ქალმა იფიქრა, რომ ჯეკპოტი ვერ მოიგო. სინამდვილეში კი მოგება იმდენად დიდი იყო, რომ მისი დაუყოვნებლივ გაცემა სისტემას არ შეეძლო. გამოცემა წერს, რომ ამ ადამიანმა მხოლოდ მას შემდეგ გააცნობიერა, რომ მომგებიანი ბილეთი გადააგდო, რაც ნათესავმა აღნიშნა, რომ ის რიცხვები, რომლებსაც ის ყოველთვის თამაშობდა, ლატარიაში ამოვიდა - 2, 4, 8, 10 და 51.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.