,, ის არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი” – ბექა ოდიშარია პრეზიდენტზე
,, ის არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი” – ბექა ოდიშარია პრეზიდენტზე
,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა ოდიშარია სალომე ზურაბიშვილზე:
,,პრეზიდენტის როლი გაცხადებულად, რა თქმა უნდა, არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა, მე მეცოდება ის, რადგან მას არავინ არ ეკითხება ამ როლის შესრულებას, მას აქვს ეს დავალება.
მე უბრალოდ ვწუხვარ ძალიან და შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი არის ასეთი მარიონეტი გარე ძალების და ის არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ასრულებს ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს, თითქოს მედიატორობს.
ხალხი, რომელიც ერთმანეთს აგინებს დედას 5 წუთის, 10 წუთის წინ, ერთმანეთს აყენებს უკიდურეს შეურაცხყოფებს, შემდგომში მათი ერთობის არ სჯერა პატარა ბავშვსაც.”
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.