ბექა ოდიშარია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე – ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა მთავრდება იმით, რომ პოლიტიკოსები კარგავენ რეიტინგსა და ნდობას

გული მწყდება, მე მის გაპრეზიდენტებაზე მაქვს ამაგი, მთელს პარტიას გვაქვს, მაგრამ მათ შორის, მე – განსაკუთრებული. ვერ ვიჯერებ, როდესაც ასეთ განცხადებებს ვუსმენ, იმიტომ რომ, როდესაც სულ რაღაც ორ კვირაზე ცოტა ნაკლებში, ჩვენ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, სულ რომ ქვეყანა ფეხქვეშ ეწვოდეს, ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა საკუთარ სამშობლოზე და რომელსაც მართლაც სურს, საკუთარი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, პირში წყალს ჩაიგუბებდა და არანაირ განცხადებას არ გააკეთებდა სტატუსის მონიჭებამდე, მერე, რა თქმა უნდა, კრიტიკა მისაღებია, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” წევრმა, ბექა ოდიშარიამ, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში ხალხს უჭირს, იპოვოს სამართალი.
მისი თქმით, მსგავსი სახის განცხადებებით ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, პოლიტიკოსების რეიტინგის და ნდობის დაკარგვით მთავრდება.
ოდიშარიას განცხადებით, სასაცილოა ის ფაქტიც, რომ ოპონენტები “ქართულ ოცნებას” “პრორუსულს” უწოდებენ იმ ფონზე, როდესაც ერთმანეთს ბოლშევიკებად მოიხსენიებენ.
“ყველაფერი შეიძლება დააბრალო “ქართულ ოცნებას”, ენა მოიტეხეს უკვე, ხალხი იცინის პრორუსულს რომ იძახიან, დასცინის, იმდენად უნიჭოები არიან, “პრორუსულის” გარდა სხვა ვერაფერი მოიგონეს. ერთმანეთს ბოლშევიკებს ეძახიან და ჩვენ პრორუსებს. “ქართულ ოცნებას” რომ ის დააბრალო, აქ სამართალი არ არის , ქუჩაში ხალხს ხომ არ ვკლავთ და ხომ არ დავდევთ? მიტინგების მერე, ჯიხურების თავზე ვითომ დენმა დაარტყა ხომ არ ვიძახით? ხალხისათვის თვალში ნაცრის შეყრა მთავრდება იმით, რომ პოლიტიკოსები კარგავენ რეიტინგს და ნდობას. ძალიან კი არ მსურდა რომ ეს ქალბატონ სალომეს დამართოდა, მაგრამ იმართებს და რა ვუშველოთ, არ ვიცი, მაშველი რგოლი არ მაქვს ასეთი”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული