ის ადამიანები ვინც რუსთაველზე დგახართ რისთვის იბრძვით? თუ დამოუკიდებლობისთვის, მაშინ მთავრობის და თქვენი პოზიცია თანხვედრაშია, თუ მონობისთვის მაშინ სწორ ადგილზე დგახართ

ის ადამიანები ვინც რუსთაველზე დგახართ რისთვის იბრძვით? თუ დამოუკიდებლობისთვის, მაშინ მთავრობის და თქვენი პოზიცია თანხვედრაშია, თუ მონობისთვის მაშინ სწორ ადგილზე დგახართ
ის ადამიანები ვინც რუსთაველზე დგახართ, რას ითხოვთ? რისთვის იბრძვით? დამოუკიდებლობისთვის თუ მონობისთვის? თუ დამოუკიდებლობისთვის მაშინ მთავრობის და თქვენი პოზიცია თანხვედრაშია, თუ მონობისთვის მაშინ სწორ ადგილზე დგახართ, უბრალოდ მიკვირს მონობის უღლის დადგმას ასეთი გულმოდგინებით რატომ ცდილობთ, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირის პრეროგატივაა, შესაბამისად საქართველოს მოლაპარაკებების შეჩერების ბერკეტი არ აქვს, საქართველოს მთავრობამ მხოლოდ ის თქვა, რომ მათხოვრობას და ხვეწნას არ დაიწყებენ, შეასრულებენ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას და 2028 წელს ევროკავშირს საქართველოს მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ ექნება.
“არ მსურს უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც კონსტიტუციის 78-ე მუხლით აპელირებენ, კონსტიტუცია და მთავრობის ოფიციალური განცხადება წაკითხული არ აქვს! შევეცდები მოკლედ აგიხსნათ რა წერია კონსტიტუციის 78-ე მუხლში და რას ამბობს მთავრობა, კონსტიტუციის 78-ე მუხლი „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“
მარტივად, რომ ვთქვათ, მთავრობამ ევროინტეგრაციისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ახლა ვნახოთ რას ამბობს მთავრობა და რატომ არ ირღვევა კონსტიტუციის 78-ე მუხლი. მთავრობის განცხადებით „ გავაგრძელებთ მუშაობას. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება – ეს არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ“ ევროინტეგრაცია არა განცხადებებით, არამედ გარკვეული ქმედებებით მიიღწევა, აღნიშნული ნაბიჯები მკაცრად არის გაწერილი და მის შესრულებას გარკვეული ეტაპები და დრო სჭირდება. ჩვენს შემთხვევაში გაწევრიანების ე.წ. საგზაო რუკა ასოცირების შეთანხმება და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, ანუ ის (მთავრობა) იცავს კონსტიტუციას და ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციისთვის! რაც შეეხება მოლაპარაკებების გადადების და არა შეჩერების საკითხს, ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი ჯერ კიდევ ივნისის თვეში შეაჩერა.
რეალურად გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირის პრეროგატივაა, შესაბამისად საქართველოს მოლაპარაკებების შეჩერების ბერკეტი არ აქვს, საქართველოს მთავრობამ მხოლოდ ის თქვა, რომ მათხოვრობას და ხვეწნას არ დავიწყებთ, შევასრულებთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას და 2028 წელს ევროკავშირს საქართველოს მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ ექნება! უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, საქართველო პატივს ცემს საკუთარ წარსულს, საკუთარ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და არ აპირებს ცალ ფეხზე დადგეს! ის ადამიანები ვინც რუსთაველზე დგახართ, რას ითხოვთ? რისთვის იბრძვით? დამოუკიდებლობისთვის თუ მონობისთვის? თუ დამოუკიდებლობისთვის მაშინ მთავრობის და თქვენი პოზიცია თანხვედრაშია, თუ მონობისთვის მაშინ სწორ ადგილზე დგახართ, უბრალოდ მიკვირს მონობის უღლის დადგმას ასეთი გულმოდგინებით რატომ ცდილობთ”, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება