მარტივი კითხვა მაქვს ადამიანებთან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ კურსის არარსებულ შეცვლას აპროტესტებთ, ვის მხარეს ხართ, ოპოზიციის, რომლისთვისაც საზარბაზნე ხორცი და გამოყენებადი იდიოტები ხართ? ოფისებში თბილად მოკალათებული ადამიანები თქვენი ბედით თამაშობენ

მარტივი კითხვა მაქვს ადამიანებთან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ კურსის არარსებულ შეცვლას აპროტესტებთ, ვის მხარეს ხართ, ოპოზიციის, რომლისთვისაც საზარბაზნე ხორცი და გამოყენებადი იდიოტები ხართ? ოფისებში თბილად მოკალათებული ადამიანები თქვენი ბედით თამაშობენ
როცა ხელში მოლოტოვის კოქტეილს ან პიროტექნიკას აიღებ გახსოვდეს, მას არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ საქართველოს, შენს სამშობლოს ესვრი, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, საპროტესტო აქციებზე გამოსულმა ადამიანები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ოპოზიცია მათ საზარბაზნე ხორცად და სასარგებლო იდიოტებად თვლის, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული 23 ადამიანიდან, პოლიტიკოსი არც ერთი არ არის.
“როცა ხელში მოლოტოვის კოქტეილს ან პიროტექნიკას აიღებ გახსოვდეს, მას არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ საქართველოს, შენს სამშობლოს ესვრი.
ერთი მარტივი კითხვა მაქვს ადამიანებთან, რომლებიც ქუჩაში დგახართ და სახელმწიფოს მიერ კურსის არ არსებულ შეცვლას აპროტესტებთ, ვის მხარეს ხართ? ოპოზიციის რომლისთვისაც თქვენ საზარბაზნე ხორცი და გამოყენებადი იდიოტები ხართ? მხოლოდ ერთ ფაქტს გეტყვით, ამ დროის მონაცემებით -მ სისხლის სამართლის ბრალდებით 23 პირი დააკავა, რაც ნიშნავს, რომ მათ წინაშე ციხეში ყოფნის რამდენიმე წლიანი პერსპექტივა იშლება.
აღნიშნული 23 ადამიანიდან, რამდენი არის პოლიტიკოსი? რამდენი არის პოლიტიკური ლიდერი რომელიც თქვენ გმოძღვრავთ? არცერთი! დაფიქრდით, ოფისებში თბილად მოკალათებული ადამიანები თქვენი ბედით და ცხოვრებით თამაშობენ, თქვენში აგრესიას, ძალადობას და ბოროტებას აღვიძებენ. ცოტა იაზროვნეთ, ეს თქვენ და ჩვენს ქვეყანას დაეხმარება, საქართველო თითოეული ჩვენგანის არის.
როცა ხელში მოლოტოვის კოქტეილს ან პიროტექნიკას აიღებ გახსოვდეს, მას არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ საქართველოს, შენს სამშობლოს ესვრი. ნუ იქნები საკუთარი ქვეყნის მტერი. რით განსხვავდება თქვენი ქცევა დამპყრობლების ქცევისგან? ისინიც მოდიოდნენ, ქვეყანას ანგრევდნენ წვავდნენ და მიდიოდნენ. თქვენს ანგრევთ და წვავთ საქართველოს. ის რასაც თქვენ აკეთებთ არა პატრიოტიზმი, არამედ ქვეყნის მტრობა არის!
რა თქმა უნდა ყველას არ ეხება” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება