ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ისტორიული დღეა“ – სომხეთში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოანი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, უკრაინასა და მოლდოვას კი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს.
„ვულოცავ ჩემს კოლეგებს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და ამ ქვეყნების ხალხს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის, მათთვის, ვინც იზიარებს დემოკრატიულ პრინციპებს“, – წერს იგი X-ში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.