ისრაელ კაცი – თეირანის მცხოვრებლები იძულებულები იქნებიან, თავიანთი სახლების ევაკუაცია მოახდინონ

მსურს განვმარტო აშკარა რამ: არ არსებობს განზრახვა, ფიზიკური ზიანი მივაყენოთ თეირანის მოსახლეობას, როგორც ამას მკვლელი დიქტატორი აკეთებს ისრაელის მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, თეირანის მცხოვრებლებს იმ ადგილებიდან ევაკუირება მოუწევთ, სადაც სამიზნეებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავს.
„თეირანის მცხოვრებლები იძულებულები იქნებიან, გადაიხადონ დიქტატურის ფასი და მოახდინონ თავიანთი სახლების ევაკუაცია იმ ტერიტორიებიდან, სადაც საჭირო იქნება თეირანში რეჟიმის სამიზნეებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მცხოვრებლების დაცვას“, – წერს ისრაელ კაცი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია