ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელ კაცი - ახლახან ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა გავანადგურეთ - აიათოლას რეჟიმის დაბომბვას ყველგან გავაგრძელებთ, სადაც საჭირო იქნება

ისრაელ კაცი - ახლახან ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა გავანადგურეთ - აიათოლას რეჟიმის დაბომბვას ყველგან გავაგრძელებთ, სადაც საჭირო იქნება

ახლახან ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა გავანადგურეთ , - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ავრცელებს.
„ახლახან რეჟიმის მთავარი რეპრესიული საშუალება, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა გავანადგურეთ. როგორც დაგპირდით, ჩვენ აიათოლას რეჟიმის დაბომბვას ყველგან გავაგრძელებთ, სადაც ეს საჭირო იქნება“, - წერს ისრაელ კაცი X-ზე.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ თეირანში ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.