ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.
“მოქალაქეების საყურადღებოდ!
· ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელი დატოვონ ან ეგვიპტით ან იორდანიით:
– იორდანიის შემთხვევაში
– მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს The Yitzhak Rabin Crossing : 08:00-20:00
ან The Jordan River crossing: 09:00-16:00 სასაზღვრო გამშვები პუნქტებით.
– სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებელი https://www.egged.co.il/homepage.aspx
– ისრაელის დატოვების დროს, მოქალაქე იხდის 122 შეკელს, ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელია
– იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომელიც იორდანიის საზღვარზე შეუძლიათ აიღონ, დაახლოებით 70 აშშ დოლარი
– საზღვრიდან ამანამდე, გადის ტაქსი/ავტობუსი/სამარშრუტო ტაქსი
– The Jordan River crossing საზღვრიდან ამანამდე არის დაახლოებით 2 საათის გზა/ The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანამდე არის დაახლოებით 4 საათის გზა/ .
– ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით წასვლა საქართველოში https://www.jordanaviation.jo/shallowlink.aspx?ad=1&in=0…
და/ან მესამე ქვეყნის გამოყენებით
– გაფრთხილება: იორდანიის ცა დაბომბვის დროს იხურება
– დისკომფორტი – დიდი რიგი
ეგვიპტის შემთხვევაში
– მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Taba border crossing: 24/7 სასაზღვრო გამშვები პუნქტით. მდებარეობს ეილათთან
– სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებელი https://www.egged.co.il/homepage.aspx
– ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომელიც ეგვვიპტის საზღვარზე შეუძლიათ აიღონ/ ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი და ნებართვა 21 დოლარი
– საზღვრიდან შარმელშეიხამდე, გადის ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი – გზა დაახლოებით 2.30 სთ
– შარმელშეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით წასვლა საქართველოში/არის პირდაპირი რეისები
– დისკომფორტი – დიდი რიგი და ბევრი კითხვა ისრაელის მესაზღვრეებისგან და უსაფრთხოების ოფიცრებისგან:, – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.