ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელში მომიტინგეებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდეს, აშშ-ში არ ჩაფრინდეს

თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში ასობით დემონსტრანტმა აქცია მოაწყო და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააპროტესტა, - ინფორმაციას გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს პრემიერ-მინისტრს, არ გაფრინდეს ვაშინგტონში, სანამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიერ დაკავებული ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევა არ მოხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ გატაცებული მძევლების ნათესავებიც.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს შეერთებული შტატების დედაქალაქში ჩასვლას გეგმავს. ის, ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება და კონგრესში სიტყვით გამოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.