არქივი16 ივნისი, 2025, 13:54
ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა

უახლესი მონაცემებით, 16 ივნისის ღამით ისრაელის მიმართულებით გაშვებულ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
დაღუპულებს შორის 4 პეტახ ტიკვაში, 3 ხაიფაში, ერთი კი – ბნეი-ბრაკში დაიღუპა.
ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომლებიც ცენტრალური ისრაელისა და ხაიფას ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.