არქივი19 ივნისი, 2025, 09:51
ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სამხრეთ ისრაელში საავადმყოფო დაზიანდა

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სამხრეთ ისრაელში საავადმყოფო დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის მეირ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შებაში მდებარე სოროკოს საავადმყოფოს მოხვდა.
საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმის შედეგად შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანული რაკეტები თელ-ავივში, რამათ-განსა და ხოლონშიც ჩამოვარდა, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.