არქივი23 ნოემბერი, 2023, 16:12
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა
ისრაელსა და დაჯგუფება "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ საზავო შეთანხმება 24 ნოემბერს, 07:00 საათზე ამოქმედდება, მძევლების გათავისუფლება კი 16:00 საათზე დაიწყება.
სამინისტროს სპიკერის ცნობით, პარასკევს 13 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება. ოფიციალური კატარი ირწმუნება, რომ გასათავისუფლებელი მძევლების სია "ჰამასმა" ისრაელის დაზვერვას უკვე გადასცა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.