ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა ღაზაში კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელმა ღაზაში კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით რაფაჰში მდებარე გვირაბში იპოვეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.
მათივე ინფორმაციით, მძევლების ცხედრები იმ გვირაბიდან დაახლოებით 1 კილომეტრში აღმოაჩინეს, სადაც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გატაცებული მძევალი გადაარჩინეს.
„პირველადი შეფასებით, ისინი სასტიკად დახოცეს „ჰამასის“ ტერორისტებმა ცოტა ხნის წინ მანამ, სანამ ჩვენ მათ მივაღწევდით. ცხედრები იპოვეს რაფაჰში ბრძოლის დროს გვირაბში, იმ გვირაბიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, სადაც რამდენიმე დღის წინ ფარჰან ალ-ქადი გადავარჩინეთ”, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს დაახლოებით, 250 ადამიანი მძევლად აიყვანა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამ დრომდე, 35 მძევლის დაღუპვა დაადასტურა, უცნობია 101 მძევლის ბედი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.