პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა რაფაჰიდან გაშვებული ორი რაკეტა ჩამოაგდო

ისრაელის რკინის გუმბათმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის ტერიტორიიდან გაშვებული ორი რაკეტა მოიგერია, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მანამდე, პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წუხელ ისრაელის ძალებმა რაფაჰი დაბომბეს.
რაფაჰში მოსახლეობა და მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის სახმელეთო ძალების მიერ მეჩეთის მახლობლად განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, ქალაქის საბრას რაიონში ისრაელის საჰაერო თავდასხმას კი სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.