არქივი13 მაისი, 2024, 14:37
რუსეთი აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში უკრაინის 31 დრონი და 16 რაკეტა ჩამოაგდო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 13 მაისს აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამის განმავლობაში ბელგოროდის, კურსკის, ლიპეტსკის და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ყირიმის თავზე უკრაინის 31 დრონი და 16 რაკეტა ჩამოაგდო.
12 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში 15 ადამიანი დაიღუპა მას მერე, რაც უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოგდების შემდეგ ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამ განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.