ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა, ირანმა და იორდანიამ საჰაერო სივრცეები დახურეს

ისრაელმა, ირანმა და იორდანიამ საჰაერო სივრცეები დახურეს

იორდანიამ, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, საჰაერო სივრცე დროებით დახურა.
ინფორმაციას იორდანიის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.
„ეს სიფრთხილის ზომები რეგიონში სამხედრო ესკალაციის გათვალისწინებით მიიღება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მთავარი კომისრის, ჰაითამ მისტოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებს და ფრენის უსაფრთხოების ვალდებულებებს.
მანამდე, იორდანიის მთავრობის პრესსპიკერმა, მოჰამად მომანიმ განაცხადა, რომ იორდანია არ დაუშვებს თავისი საჰაერო სივრცის დარღვევას და რომ სამეფო არ გახდება რაიმე კონფლიქტის ბრძოლის ველი.
CNN-ის ცნობით, საჰაერო სივრცეები დახურეს ისრაელმა და ირანმაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.