ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალების მეთაური დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა და ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ დაადასტურეს, რომ ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე დაიღუპა.
ამირ ალი ჰაჯიზადე ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის“ საჰაერო ძალების მეთაურად 2009 წლის ოქტომბერში დანიშნა.
ჰაჯიზადე, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სხვა მეთაურებთან ერთად, -ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა მას შემდეგ, რაც ირანმა 2019 წლის ივნისში ამერიკული სათვალთვალო დრონი ჩამოაგდო.
შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. ამასთან, ირანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე სულ მცირე ექვსი მეცნიერი დაიღუპა. ისრაელის საჰაერო იერიშების საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია