ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა დარტყმები მიიტანა ლიბანის დედაქალაქზე, პარლამენტის და საელჩოების შენობებთან ახლოს

ისრაელმა დარტყმები მიიტანა ლიბანის დედაქალაქზე, პარლამენტის და საელჩოების შენობებთან ახლოს

18 ნოემბერს, საღამოს, ისრაელმა საჰაერო დარტყმები მიიტანა ლიბანის დედაქალაქის ცენტრზე - პარლამენტის, საელჩოების და გაეროს შტაბ-ბინის შენობებთან მდებარე არეალზე, იუწყება ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, დაღუპულია სულ მცირე ხუთი ადამიანი, დაჭრილია 24 პირი.
ასოშიეიტედ პრესის (AP) ბეირუთში მყოფი კორესპონდენტი იუწყება მასშტაბურ დანაკარგებზე ქუჩიდან, რომელსაც სასწრაფო დახმარების მანქანებმა მიაშურეს.
სექტემბრის ბოლოდან ისრაელმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ლიბანის დაბომბვა. ისრაელი აცხადებს, რომ გააუვნებელყოფს ექსტრემისტულ ჯგუფს, ჰეზბოლას და აღკვეთს ჰეზბოლას იერიშებს ისრაელზე.
ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს "შავ სიაში" შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ჰეზბოლა აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.