ისრაელმა ბეირუთს დაარტყა, განიხილება ცეცხლის შეწყვეტის პირობები

ლიბანის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლა მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების შემდეგ ნებისმიერ დროს გაიყვანოს თავისი ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვრიდან. ამასთან, ლიბანური მხარე უარს ამბობს ისრაელის მოთხოვნების შესრულებაზე, რომ მას მომავალში ჰეზბოლას წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლება მიენიჭოს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ისრაელი განაგრძობს ირანის მხარდაჭერით მოქმედი ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშს. ისრაელმა ხუთშაბათს საჰაერო დარტყმები განახორციელა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს. ამავე დროს ზედიზედ მესამე დღეა, გრძელდება ამ რაიონის უჩვეულოდ ინტენსიური დაბომბვა.
ისრაელი აღკვეთს სირიიდან ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდების ნებისმიერ მცდელობას, განაცხადა ხუთშაბათს ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა. „ჩვენ ვავლენთ რაკეტებს და სხვა იარაღს, რომელსაც ჰეზბოლა იყენებს სირიიდან ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ. „ჩვენ არ დავუშვებთ სირიიდან ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდების მცდელობებს. ჩვენ ასევე დავარტყამთ სირიაში გამოვლენილ ინფრასტრუქტურას, რომელიც გამოიყენება სირიაში ჰეზბოლასთვის იარაღის დასამზადებლად,“ თქვა ჰაგარიმ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს