ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის კატარში დელეგაციას გაგზავნის

ისრაელი კატარში დღეს დელეგაციას გაგზავნის ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში მოთხოვნილი ცვლილებები მიუღებელია.
„წუხელ მოგვაწოდეს ცვლილებები, რომლის შეთანაც „ჰამასს“ კატარის წინადადებაში სურს და ის ისრაელისთვის მიუღებელია“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, დელეგაცია მაინც გაემგზავრება კატარში, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებები შესაძლო მძევლების დაბრუნების შესახებ შეთანხმებაზე იმ წინადადების საფუძველზე, რომელსაც დაეთანხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”