ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

9 ივლისს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ დროებით ზავზე შეთანხმების შემთხვევაში, ისრაელი საომარი მოქმედებების სამუდამოდ დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

„ისრაელი სერიოზულად არის განწყობილი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის თაობაზე. მე მჯერა, რომ ამის მიღწევა შეიძლება. თუ ცეცხლის დროებით შეწყვეტა მოხდება, ჩვენ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე მოლაპარაკებას დავიწყებთ“, – განაცხადა გიდეონ საარმა ბრატისლავაში, სლოვაკ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)