ისრაელი რაფაჰის ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქალაქში დაწყებული სამხედრო ოპერაციების გაფართოება იგეგმება.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასულ კვირას ევაკუაციისკენ რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილის მცხოვრებლებს მოუწოდა, რის შემდეგაც სამხედრო ოპერაცია დაიწყო და რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკავა. 150 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა ქალაქი. ევაკუაციისკენ ახალი მოწოდება კი იმაზე მიანიშნებს, რომ ისრაელი სამხედრო ოპერაციის გაფართოებას აპირებს და ქალაქის დატოვება კიდევ ასობით ათას ადამიანს მოუწევს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ არ დაეთანხმა აშშ-ის მოწოდებას, რაფაჰზე შეტევა არ განეხორციელებინა და განაცხადა, რომ ქალაქს „ჰამასის“ ლიდერებისა და ძალების უმეტესობა აფარებს თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს