არქივი6 მაისი, 2024, 06:09
ისრაელის თავდაცვის ძალები რაფაჰის აღმოსავლეთ უბნების მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ რაფაჰის აღმოსავლეთ უბნების მცხოვრებლებს და იქ მყოფ დევნილებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევაკუაციისკენ მოწოდებას აკეთებენ „არაბულ ენაზე განცხადებების, ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარების და მედიის მაუწყებლობის საშუალებით“.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გუშინ განაცხადა, რომ რაფაჰში სამხედრო ოპერაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.