: მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მოკლულია 5 შეიარაღებული პირი

ისრაელის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მათ ხუთი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს. პალესტინელთა ოფიციალური წარმომადგენლებისგან ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ისრაელის შეიარაღებულლი ძალების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისრაელის ანტიტერორისტული შენაერთის ოპერაციის ფარგლებში ოთხი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს, რომლებიც მათ სოფელ აზუნში საცხოვრებელი სახლიდან ესროდნენ. ოპერაციის დროს შეიარაღებული დაპირისპირებისას, ერთი ისრაელელი სამხედრო დაიჭრა.
ისრაელის ჯარის პრეს-სამსახურის ცნობითვე, ქალაქ ქალქილიაში სამხედროებმა კიდევ ერთი შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს, რომელმაც მათ ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როცა ისინი იარაღის აღმოსაჩენად, რეიდს ატარებდნენ.
ისრაელელმა სამხედროებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე რეიდები და შემოწმებები მას შემდეგ გაააქტიურეს, რაც დაჯგუფება “ჰამასის” წევრები ისრაელში შეიჭრნენ და 7 ოქტომბერს ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს, 200-ზე მეტი კი ტყვედ წაიყვანეს. ისრაელმა “ჰამასს” ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში სამხედრო მომქმედებები დაიწყო. “ჰამასი” ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის არაერთი ქვეყნის შეფასებით, ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია