არქივი3 იანვარი, 2024, 15:25
თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, TBC ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა
თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, კაცმა თანხის წაღება ვერ შეძლო და პოლიციის მისვლამდე მიმალვა მოახერხა. დაშავებული არავინაა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.