ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის 40%-ს აკონტროლებს

ისრაელი ქალაქ ღაზის 40%-ს აკონტროლებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა განაცხადა.
„ჩვენ „ჰამასის“ ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენებას ვაგრძელებთ. დღევანდელი მდგომარეობით ქალაქ ღაზის 40%-ს ვაკონტროლებთ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა.
მისი თქმით, „უახლოეს დღეებში ოპერაცია გაფართოვდება და გაძლიერდება“.
„ჩვენ „ჰამასის“ დევნას ყველგან გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!