არქივი6 სექტემბერი, 2025, 16:53
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელი ქალაქ ღაზის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელი ქალაქ ღაზის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს, - განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, ავიჩაი ადრაე ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ავიჩაი ადრაეს განცხადებით, მოსახლეობამ ქალაქი ღაზა უნდა დატოვოს და ხან იუნისში სპეციალურად განსაზღვრულ ზონაში უნდა გადავიდეს.
„განსაზღვრული ტერიტორია ჰუმანიტარული ზონაა“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.