ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური - ისრაელის თავდაცვის ძალები ომის გაფართოებისთვის ემზადება

ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ორი გორდონმა ლიბანის საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებული თემების მერებსა და საბჭოს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გორდინმა დაარწმუნა ადგილობრივი ოფიციალური პირები, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიზანია, შეცვალოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება ჩრდილოეთში ისე, რომ მოსახლეობას უსაფრთხოდ და დაცულობის განცდით დაბრუნების საშუალება მიეცეს.
„ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს მზადყოფნას ომის გაფართოების მიზნით და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფის, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევას აგრძელებს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბრიდან ლიბანში მოქმედი დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრისპირა თემების მიმართულებით რაკეტებსა და დრონებს თითქმის ყოველდღიურად უშვებს, შედეგად, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები დაახლოებით 80 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.