ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე - ღაზას ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია

ღაზას ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მალე სამი კვირა შესრულდება რაც ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო და ისრაელის შეიარაღებული ძალები უკვე ქალაქ ღაზას ცენტრში ოპერირებენ. ჰანეგბის თქმით, უკვე ათასობით ტერორისტია მოკლული, მათ შორის „ჰამასის“ ხელმძღვანელობის წევრები.
„უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დასახული ყველა მიზანი მიღწეულ იქნა, და, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, „ეს მხოლოდ დასაწყისია“.
ბრძოლის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ და ბრძოლის დასასრულს „ჰამასის“ დასასრულიც იქნება…
არ გავჩერდებით მანამ, ვიდრე „ჰამასისა“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო და ხელმძღვანელობის შესაძლებლობები განადგურებული არ იქნება“, - განაცხადა ჰანეგბიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.