ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ მიღებული სასამართლო რეფორმის კანონი გააუქმა

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ მიღებული სასამართლო რეფორმის კანონი გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან იგი ისრაელის დემოკრატიას სერიოზულ და უპრეცედენტო ზიანს აყენებს.
კანონი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ისრაელის მთავრობამ გასული წლის ივლისში მიიღო. კანონი უზენაეს სასამართლოს მთავრობის გადაწყვეტილებების ზედამხედველობის უფლებას ართმევდა.
საბოლოოდ, სასამართლომ კანონი 8 ხმით 7-ის წინააღმდეგ გააუქმა.
შეგახსენებთ, გასულ წელს, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.