არქივი19 თებერვალი, 2024, 17:50
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ იარაღის საცავზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ იარაღის საცავზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა სარაკეტო დარტყმები ლიბანში, ქალაქ სიდონთან ახლოს განახორციელეს.
ისრაელის საჰაერო ძალების თავდასხმის სამიზნეს „ჰეზბოლას“ იარაღის საცავი წარმოადგენდა.
დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ დღეს დილით, ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ არბელში „ჰეზბოლამ“ დრონების გამოყენებით შეტევა განახორციელა, რასაც ისრაელმა სარაკეტო დარტმებით უპასუხა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.