ისრაელის საჰაერო-სახმელეთო თავდასხმები ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაზე

ხუთშაბათს, ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაზე, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო დარტყმების შემდეგ, „ჰამასის“ მართული ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში, ათობით ადამიანი დაიღუპა.
ღაზის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან ქალაქ ხან იუნის მცხოვრებლები, რომელიც ღაზის შექტორში სიდით მეორე ქალაქია. ისრაელმა, იმავე ქალაქში, ჟურნალისტები მიწისქვეშა გვირაბებში მიიწვია. სამხედრო პირების განცხადებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გვირაბში ისრაელიდან გატაცებული „ჰამასის“ მძევლები ჰყავდათ განთავსებული.
ისრაელს, ამ ტყვეების პერსონალური მონაცემები, ან სხვა დეტალები მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ არ გაუსაჯაროებია. სამხედრო უწყების მტკიცებით, ადგილზე აღმოჩენილია მათი „დენემეს” კვალი.
ჰამასმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის შედეგად, 1200 ადამიანი მოკლა და 240 მძევალი აიყვანა, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი, მოლაპარაკებების შემდეგ, პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
„ჰამასის“ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის კონტრშეტევის შედეგად, 23,300-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ღაზას დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული და 2,3 მილიონიანი მოსახლეობის 85% იძულებით გადაადგილებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ დახმარების სააგენტოები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისას, “თითქმის გადაულახავი გამოწვევების წინაშე დგანან”.
„ჩვენ გვაქვს მარაგი, გუნდები და გეგმები. რაც ჩვენ არ გვაქვს არის წვდომა, ”- თქვა გებრეისუსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია