ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისსა და ცენტრალურ ნაწილში, მაღაზის რაიონში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.
თავდაცვის ძალების ცნობით, მაღაზიში, გოლანის ბრიგადის ჯარებმა „ჰამასის“ სამი შეიარაღებული პირი შენიშნეს, რომლებიც გვირაბიდან გამოდიოდნენ, რის შემდეგაც აღნიშნულ პირებზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა.
ამასთან, ისრაელელმა სამხედროებმა მაღაზიში „ჰამასის“ 8 წევრი შენიშნეს, რომლებიც სკოლისკენ გადაადგილდებოდნენ და ისინი სნაიპერული ცეცხლით გაანადგურეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ხან-იუნისში გივატის ბრიგადის ჯარებმა „ჰამასის“ სამი წევრი შენიშნეს, რომლებიც გამოდიოდნენ შენობიდან, სადაც იარაღები ინახებოდა. თავდაცვის ძალებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
ამასთან, ხან-იუნისის კომანდოს ბრიგადამ „ჰამასის“ ორი წევრი დააფიქსირა. ერთ-ერთმა მათგანმა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ ორივე წევრი საჰაერო თავდასხმის შედეგად გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი