ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის საჰაერო თავდასხმას სირიაში ირანელი მაღალი თანამდებობის პირი ემსხვერპლა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალი თანამდებობის პირი, გენერალი რაზი მუსავი სირიის დედაქალაქ დამასკოში ისრაელის საჰარო თავდასხმის შედეგად მოკვდა. ინფორმაცია ამის შესახებ ირანულმა მედიამ გაავრცელა.
გენერალი რაზი მუსავი პასუხისმგებელი იყო ირანსა და სირიას შორის სამხედრო ალიანსის კოორდინაციაზე. ის ასევე ხელმძღვანელობდა ირანისგან მხარდაჭერილი ორგანიზაციების, მათ შორის ჰეზბოლას შეიარაღებით მომარაგებას.
ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ დაიფიცა, რომ ისრაელი აუცილებლად გადაიხდის ამ დანაშაულისთვის.
"ეჭვის გარეშე, ეს ქმედება ფრუსტრაციის და რეგიონში სიონისტური რეჟიმის უზურპირების უუნარობის ნიშანია" - თქვა რაისიმ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ სირიაში საჰაერო იერიშები მიიტანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.