ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზაზე ისრაელის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა კიდევ სულ მცირე 68 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის საჰაერო დარტყმას ცენტრალურ ღაზაზე - აცხადებენ ჯანდაცვის სფეროს მესვეურები.
სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" ჟურნალისტები შეესწრნენ სცენებს, როგორ გამოჰქონდათ პალესტინელებს დაღუპულთა ცხედრები, მათ შორის ჩვილი ბავშვის ცხედარი ერთ-ერთი საავამყოფოდან და გამოჰყავდათ დაჭრილები მაღაზის ლტოლვილთა ბანაკიდან. სისხლით დასვრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა შოკის მდგომარეობაში იყო, როცა მის სხეულს მოტეხილობების აღმოსაჩენად ამოწმებდნენ.
საავადმყოფოს წინასწარი მონაცემებით, 68 დაღუპულს შორის სულ მცირე შვიდი ბავშვი და 12 ქალია.
ისრაელის არმიის რიგებში შაბათ-კვირას განცდილი დანაკარგი გაუტოლდა 15 სამხედროს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.