ირანი ადასტურებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე დაიღუპნენ

თეირანში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამად კაზემი და მისი მოადგილე, გენერალი ჰასან მოჰაკიკი დაიღუპნენ, – CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ირანული სახელმწიფო მედია იუწყება.
გუშაგთა კორპუსმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჰაერო კოსმოსური ძალები საპასუხო ქმედებებს ისრაელის დაზვერვის ცენტრებზე სარაკეტო დარტყმების ახალი ტალღით განახორციელებენ.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა გუშინ განაცხადა, რომ გააგრძელებს ირანის წინააღმდეგ ოპერაციას, რომლის მიზანია შეამციროს ეგზისტენციალური საფრთხე, რომელსაც ირანი ისრაელს უქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია