ისრაელის საგარეო მინისტრი ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმაზე – ეს ბარბაროსული და ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმები არის მაღვიძარას ხმამაღალი ზარი მსოფლიოსათვის

ეს საშინელი ბარბაროსული და ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმები არის მაღვიძარას ხმამაღალი ზარი ევროპისა და მსოფლიოსათვის, – ასე ეხმაურება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი ამსტერდამში, ფეხბურთის ისრაელელ ფანებზე განხორციელებულ თავდასხმას.
„თავისუფლებისმოყვარე ქვეყნებმა, დემოკრატიებმა, არ შეიძლება დაუსჯელად დატოვონ აღვირახსნილი სიძულვილი ქუჩებში. როგორც ისტორიამ აჩვენა – ის, რაც იწყება ებრაელების დევნისა და ძალადობით, არასოდეს მთავრდება ებრაელებით“, – წერს საარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, აგრძელებს მუშაობას ნიდერლანდელ კოლეგებთან, რათა უზრუნველყონ საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების დაუყოვნებლივი უსაფრთხოება.
შეგახსენებთ, ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ისრაელის 3 მოქალაქის ადგილმდებარეობის დადგენა ვერ ხერხდება. ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მოქალაქეების ევაკუაციისთვის ნიდერლანდებში ორ თვითმფრინავს აგზავნიან.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს