ისრაელის პრეზიდენტი – ამსტერდამის შუაგულში ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ანტისემიტური “პოგრომი” მიმდინარეობს

ვხედავთ საშინლად შოკისმომგვრელ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებსაც, 7 ოქტომბრის შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ აღარასოდეს ვნახავდით: ანტისემიტური “პოგრომი”, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს თელ-ავივის „მაკაბის“ გულშემატკივრებისა და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ნიდერლანდებში, ამსტერდამის შუაგულში, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს არის სერიოზული ინციდენტი, გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დაიცვას თავისუფლების ღირებულებები.
„ეს არის სერიოზული ინციდენტი, გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დაიცვას თავისუფლების ღირებულებები. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მთავრობებს შორის თანამშრომლობას და მჯერა, რომ ნიდერლანდების ხელისუფლება დაუყოვნებლივ იმოქმედებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავდასხმის ქვეშ მყოფი ყველა ისრაელელისა და ებრაელის დასაცავად, ადგილმდებარეობის დასადგენად და გადასარჩენად და მათ წინააღმდეგ ძალადობის აღმოსაფხვრელად“, – აცხადებს ისააკ ჰერცოგი.
შეგახსენებთ, ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ისრაელის 3 მოქალაქის ადგილმდებარეობის დადგენა ვერ ხერხდება. ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მოქალაქეების ევაკუაციისთვის ნიდერლანდებში ორ თვითმფრინავს აგზავნიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ