ისრაელის საგანგებო სამსახურის მეთაური – თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული

თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგანგებო სამსახურის მეთაური ელი ბინი ავრცელებს.
ისრაელის პოლიცია მოქალაქეებს ირანული რაკეტების ჩამოვარდნის ადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა.
ირანის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით სხვადასხვანაირი ბალისტიკური რაკეტა” გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია