ისრაელის საგანგებო სამსახურის მეთაური: თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული

თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგანგებო სამსახურის მეთაური ელი ბინი ავრცელებს.

ისრაელის პოლიცია მოქალაქეებს ირანული რაკეტების ჩამოვარდნის ადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა.

ირანის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით სხვადასხვანაირი ბალისტიკური რაკეტა” გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში